შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების პროგრამული აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სადაზღვევოებთან ურთიერთობა;
** დაფინანსებისთვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** ჩარიცხვის კონტროლი, ინვოისების მომზადება;
** ფორმა 100-ის მიხედვით კალკულაციების მომზადება;
** სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის გაწერისას სრული ფინანსური უზრუნველყოფის კონტროლი;
** პაციენტისთვის დოკუმენტაციის მომზადება
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა.
** ენერგიულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.