კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები დანამატებისა და საკვები საღებავების წარმოება, სადეზინფექციო-სარეცხი საშუალებების წარმოება, ვაკუუმ და თერმოშეფუთვების წარმოება, საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია.
შ.პ.ს. "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინჟინერ-ელექტრიკოსი
ჩვენთან მუშაობის მიზანია დანადგარებთან და ელექტრო სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, განახლება და გაუმჯობესება.
პოზიციის აღწერა:
ინჟინერ-ელექტრიკოსი პასუხისმგებელი იქნება ელექტრიკოსის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის:
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობა, მართვა და მოვლა
** ტექნიკური დაგეგმვა და მონიტორინგი
** სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია და დიაგნოზირება
** პროექტების განხორციელება და მათი შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებთან
მოთხოვნები:
** განათლება: ინჟინერ-ელექტრიკოსის მიმართულებით კურსდამთავრებული (ბაკალავრიატის ან მაგისტრატი)
** გამოცდილება: სასურველია 1 წელი მსგავს სფეროში (პასუხისმგებელი პოზიცია)
** ცოდნა და უნარები ელექტრო სისტემების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის შესახებ
** ტექნიკური შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** რუსული ენის ცოდნა იქნება უპირატესობა
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571311713
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).
"შვიდ მითში"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://shvidimeat.com/ge/
გისურვებთ წარმატებას!