jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: ფრანგული ბულანჟერეა ბრეტონი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

ფრანგული კაფე-რესტორნების ქსელი "ბრეტონი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე. https://www.breton.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია, მათ შორის: პურისა და ფუნთუშეულის წარმოება.
** კომერციული სტრატეგიების შექმნა და განხორციელება გაყიდვების ეფექტურობის გასაზრდელად.
** პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება და ახალი საბაზრო შესაძლებლობების მოძიება.
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა.
** წარმოების საჭიროებების მენეჯმენტი და წარმოების პროცესების გაუმჯობესება.
** გაყიდვების პროგნოზების შედგენა და შესრულების მონიტორინგი.
** წარმოების განყოფილების თანამშრომელთა მენეჯმენტი და შიდა პროცესების ეფექტურად მართვა.
** ფასწარმოქმნა და შესყიდვების ოპტიმიზაცია
** პროექტების მართვა და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** გამოცდილება კომერციაში და წარმოებაში (პურ-ფუნთუშეულის წარმოება - უპირატესობა).
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** პროექტების მართვის გამოცდილება.
** გამოცდილება წარმოების ეფექტურობის გაზრდის მხრივ.
** გამართული კომუნიკაციური უნარები და გუნდში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისურის და ქართული ენების ცოდნა.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ძლიერი ორგანიზაციული უნარების მქონე პირს, რომელიც იმუშავებს პროფესიონალ გუნდთან ერთად საინტერესო გამოწვევების წინაშე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ვაკის რაიონი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ CV მისამართზე : info@breton.ge და მეილის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |