jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი/პროდუქტ მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.

კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა
** მომწოდებლების პორტფელის ფორმირება
** იმპორტის და ლოგისტიკის ორგანიზება
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის
** ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტის, კონკურენტების შესწავლა/ანალიზი
** საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა
** საცალო ქსელში შესაბამისი პროდუქტების შესახებ ფრონტის ტრენინგების ორგანიზება
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში მუშაობა
** ნაშთების კონტროლი
** გაყიდვების ანალიტიკა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3/29;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** ინგლისური ენის ცოდნა
** საავტომობილო სფეროში ბრენდ მენეჯერად/გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილებას
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობას
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |