jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფრონტ ოფისის ღამის აუდიტორი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 29 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "Grand Gloria"-ს -რომელიც გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარე ბულვარის პირველ ზოლში. "Grand Gloria" მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. გარდა ამისა შპს. "გლორია" მართავს სასტუმრო "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას")

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის ღამის აუდიტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი, სასტუმრო Grand Gloria
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე 00:00-08:00)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიიღოს და დააბინაოს სტუმრები სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
** სტუმრებს გადასცეს ოთახის გასაღები და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.
** მართოს რეზერვაციები - განახორციელოს დაჯავშნა, გაუქმება ან სტუმრის არ გამოცხადების (no-show) შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები, კომპანიის დადგენილი წესების მიხედვით.
** უზრუნველყოს სტუმრების რეგისტრაცია და გასვლა (Check-in/Check-out) სასტუმროს პოლიტიკის დაცვით.
** უპასუხოს სატელეფონო ზარებს და განახორციელოს მათი გადამისამართება საჭიროების მიხედვით.
** დააფიქსიროს სტუმრების მოთხოვნები,
** უზრუნველყოს სტუმრების ძვირფასი ნივთების უსაფრთხოდ შენახვა
** მართოს და გადაამისამართოს სტუმრების საჩივრები სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერთან ან ფრონტ ოფისის მენეჯერთან, საჭიროების შემთხვევაში.
** განახორციელოს ღამის აუდიტი, შეამოწმოს დღის ფინანსური ოპერაციები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიშგება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** FIDELIO-ში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 4 აპრილი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@grandgloria.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფრონტ ოფისის ღამის აუდიტის", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენსშპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |