კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 34 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ჯუნირ რეკრუტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და მართვა;
** არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** კანდიდატთა მოძიების არხების განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში ჰედ ჰანთინგის მეთოდის გამოყენება;
** სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით ახალ თანამშრომელთა მოძიება;
** სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების მონიტორინგი;
** შერჩევის პროცესის ეფექტურობის მიზნით ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** პირველადი ურთიერთობა უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** აპლიკანტთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
** რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დარგში.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: recruitment@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ჯუნიორ რეკრუტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!