jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი ჭაბურღილის და რეზერვუარის რეაბილიტაციაზე
მომწოდებელი: American Friends of Georgia
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"საქართველოს ამერიკელი მეგობრები ინკ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" აცხადებს ტენდერს მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში არსებულ ჭაბურღილის და რეზერვუარის რეაბილიტაციაზე.

წყალმომარაგების რეაბილიტაცია

პროექტის დასახელება:

"წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფრის (ძეგვის თავშესაფარი) სასმელი წყლის სისტემის განახლება"

პროექტის მიზანი:

პროექტის ძირითადი მიზანია ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები 80 ბენეფიციარის (მათ შორის 20 ბავშვის) უწყვეტი და უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა. შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ლაბორატორიულად სუფთა და ჯანმრთელი წყლის მიწოდება თავშესაფრის ყველა მაცხოვრებლისთვის.

სამუშაოების მოცულობა და განსახორციელებელი აქტივობები:

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ სამუშაოებს:

** ძველი წყალმომარაგების სისტემის დემონტაჟი - არსებული მოძველებული და არასტანდარტული მილების დემონტაჟი.
** ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - მაღალი ხარისხის მილებითა და მასალებით, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სასმელ წყალს.
** ჭაბურღილის რემონტი - არსებული ჭაბურღილის გამაგრება, სპეციალური მასალებით დამუშავება და დაბინძურებისაგან დაცვის მექანიზმების დაყენება.
** წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია - მრავალტონიანი რეზერვუარის შეკეთება და დამუშავება ანტიკოროზიული მასალებით, რაც ხელს შეუშლის მომავალ დაბინძურებას.
** ელექტრონული მართვის სისტემის დამონტაჟება - წყლის მიწოდების ელექტრონული დაფის მოწყობა ეფექტური მართვისა და მონიტორინგისათვის.
** ტუმბოების განახლება - ძველი ტუმბოების ჩანაცვლება მაღალი სიმძლავრისა და ენერგოეფექტური მოდელებით.
** ელექტრო სისტემის გაუმჯობესება - საჭირო მონაკვეთებში დაბალი ხარისხის ელექტრო კაბელების ჩანაცვლება მაღალი გამძლეობის კაბელებით.
მოლოდინი მომსახურების მიმწოდებლისგან: შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სრული სამუშაოების შესრულება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად, გამოიყენოს სერტიფიცირებული მასალები და ჩაატაროს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ეტაპი ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"საქართველოს ამერიკელი მეგობრები ინკ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" მუშაობს საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად და კულტურის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის.. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებგვერდზე: https://www.afgeorgia.org/

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ხარჯთაღრიცხვა და პროექტი

ფასის განაცხადი

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა მოცემული სამუშაოების მიხედვით, როგორც ჩაშლილად, მომსახურების ტიპების მიხედვით, ასევე, ჯამური ფასი.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

** მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2025 წლის 1 მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
** წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, შემდეგ მისამართზე დალუქულ კონვერტში: მიხეილ ზანდუკელის #15, თბილისი 0108 "საქართველოს ამერიკელი მეგობრები ინკ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" საყურადღებოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 10 17 53 ნანა გოგოჭური



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |