jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გინო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

"Guinot" ("გინო") არის ფრანგული ლუქს ბრენდი, რომელიც 50 წელზე მეტია არის ლიდერი სილამაზის სფეროში და გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიონალურ პროდუქტებსა და კანის მოვლის პროცედურებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის 77;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00;
** სტაჟირების პერიოდში ფიქსირებულ 500 ლარი (NET);
** ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1000 ლარი +

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე, ანაზღაურებით.

რას გთავაზობთ?

** ფიქსირებულ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი კოსმეტიკური სფეროს საქმიანობას და პროდუქტებს;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც ვზრუნავთ გუნდის თითოეულ წევრზე.

რა გვჭირდება შენგან?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი კოსმეტიკისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებისადმი. ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლო, განვითარდე და მიაღწიო მიზნებს.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კანის მოვლისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებისადმი ინტერესის არსებობა;
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური ვიზიტები;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით.

ელფოსტა: guinotvacancy@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |