jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:

აუცილებელი მოთხოვნები: საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** მოახდინოს შეკვეთების დროული შეგროვება;
** პროდუქციის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
** გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი- სრული
** ანაზღაურება - ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lasha.kila@mail.ru.

შენიშვნა: დასახელების ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

1. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
2. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
3. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
4. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
5. წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
6. მონაცემთა გადატანის უფლება;
7. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
8. თანხმობის გამოხმობის უფლება;
9. გასაჩივრების უფლება;

** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |