jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი/ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის/ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებაზე პასუხისმგებელი მენეჯერების მიერ მიცემული დავალებების/ღონისძიების გეგმის შესრულება, ინდივიდუალურად ან დამხმარე ჯგუფთან ერთად; ღონისძიების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, ღონისძიების ინსტალაცია/დეისტანლაცია საღონისძიებო ინვენტარით, ღონისძიების მენეჯერის ზედამხედველობით.
** ღონისძიებების აწყობა, ინვენტარით უზრუნველყოფა: მაგიდა, სკამები, საღონისძიებო სცენა, ბილიკები, ტენტები და სხვა.
** დამხმარე ჯგუფის, მუშების გამოძახება, ზედამხედველობა და მართვა
** საღონისძიებო სივრცეების და საღონისძიებო ინვენტარის, დანადგარების გამართულობის მონიტორინგი;
** ნებისმიერი გაუმართაობის ან/და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელებთან და ტექნიკური ჯგუფის ინფორმირება;
** განყოფილების მიერ ჩაბარებული მანქანის მართვა, ინვენტარის ტრანსპორტირება და მოვლა/პატრონობა;
** ტექნიკური სამუშაოების - ინვენტარის შეკეთების/აღდგენის მონიტორინგი;
** ტურიზმისა საღონისძიებო საწყობის ზედამხედველობა, მონიტორინგი;
** საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარება, ინვენტარის აღწერა და აღრიცხვა;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელებთან.

კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება - საშუალო
** მართვის მოწმობა - B, C ტიპის (ჩაითვლება უპირატესობად)
** ხელოსნად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი, საკითხებში ბოლომდე ჩამწვდომი
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ელემენტარული ნორმების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ადამიანის რესურსის და დროის მართვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 აპრილამდე. გთხოვთ, საგნის ველი (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "საწყობის მენეჯერი/ტექნიკური სპეციალისტი".

წარმატებას გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |