"ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია" დაარსადა 2021 წელს და არის "Humana People to People Baltic"-ის დიდი ოჯახის ნაწილი.
"Humana People to People Baltic" მეორადი მაღაზიების ერთ-ერთი წამყვანი ქსელია ევროპაში. კომპანიის შექმნის იდეა იყო მეორადი ტანსაცმლის გამოყენებით შეგვექმნა ფონდების მოზიდვის მოდელი, რაც ერთის მხრივ საშუალებას მისცემდა ადამიანებს ეყიდათ კარგი ხარისხის ტანსაცმელი გონივრულ ფასად და მეორეს მხრივ მიღებული რესურსები გამოგვეყენებინა მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერად.
დღეს "Humana People to People Baltic" აქტიურად ოპერირებს მსოფლიოს 25 ქვეყანაში, აქვს 300 -ზე მეტი მაღაზია, დასაქმებული ჰყავს 3600- ზე მეტი ადამიანი და ჩართულია მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაშერაში აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.
"ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია" ში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ ჩვენი გუნდი საცალო ვაჭრობის მიმართულებით.
კომპანიაში ვეძებთ:
აქტიურ, კომუნიკაბელურ, პუნქტუალურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე, მეგობრულ და სასიამოვნო გუნდში სამუშაოდ.
საქმე რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:
** პროდუქციის საკიდებზე/თაროებზე განთავსება კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით, მათი მუდმივი შევსება და შიდა სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სისუფთავესა და მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის გუნდთან ერთად მაღაზიის მომზადება ახალი ციკლისთვის;
** მაღაზიის გუნდთან ერთად გაყიდვების ზრდისთვის საჭირო აქტივობებში მონაწილეობა;
გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
** რითეილში მუშაობის გამოცდილება;
** ტანსაცმლის საცალო ვაჭრობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი, თვეში 6 დასვენების დღე;
ანაზღაურება: პირველი თვის განმავლობაში 945 ლარი (NET) . მეორე თვიდან 1134 ლარი (NET) + გეგმის შესრულებაზე დამყარებული თვიური საბონუსე სისტემა.;
გამოსაცდელი პერიოდი: 3 (სამი) თვე;
ლოკაცია: ქ. თბილისი
თუ გაგიჩნდა სურვილი რომ გატხე ჩვენი დიდი გუნდის ნაწილი გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@humana-georgia.ge სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს დასახელება: "კონსულტანტი - თბილისი".
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
მადლობა დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.