ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ფიზიკურად გამძლე კანდიდატს მეხანძრე-მაშველის პოზიციაზე. როლი მოიცავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას, ხანძრების ჩაქრობას და ადამიანების გადარჩენის ოპერაციებში მონაწილეობას.
ლოკაცია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ჯანდარა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ხანძრის ჩაქრობაში და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა.
** სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება და მოვლა.
** საველე პირობებში მუშაობა რთულ და საშიშ გარემოში.
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი განათლება ან სერტიფიკატი (სასურველია).
** ფიზიკური გამძლეობა და სისწრაფე.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** ეკიპირება და ტრანსპორტირება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** სტაბილური და დაცული სამუშაო გარემო.
თქვენი CV გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: sanitary@sanitary.ge