"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის (ტექნიკური მიმართულებით) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინის სახელოსნოში შესული პროექტების არქიტექტურულ - ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
** ინტერიერისთვის საჭირო ტექნიკური ნახაზების მომზადება: ელექტრობის, წყლის და კანალიზაციის წერტილების დაპროექტება. განშლები მასალების ჩვენებით. ჭრილებისა და რთული კვანძების მომზადება. ავეჯის ნახაზები, იატაკის მოწყობის ნახაზები ჭრილებით;
** "სტუდია 9"-ს სამშენებლო მიმართულების ჯგუფთან ერთად სარემონტო მასალების, ავეჯის, აქსესუარების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში საჭიროებიდან გამომდინარე მონაწილეობა;
** შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა;
** ალბომის კომპოზიციურად სწორად და ესთეტიკურად აწყობა;
** მასალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე 5 ან მეტ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.