jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დიზაინერების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია დეიზი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

სარეკლამო საწარმო "დეიზი", რომელიც უკვე 21 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. "დეიზის" წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.

"დეიზის" საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება. კომპანია ეძებს დიზაინერების ჯგუფის ხელმძღვანელს (გრაფიკული დიზაინერების და ტექნიკური დიზაინერების ჯგუფის ხელმძღვანელი)

სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ადგილმდებარეობა - თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
ექვემდებარება - გაყიდვების და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: გრაფიკული დიზაინერი, ტექნიკური დიზაინერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილებაში შემოსული დავალების მიღება და დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დელეგირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის შესასრულებელი სამუშაოს ვადების და ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შემოწმება კომპეტენციის ფარგლებში;
** არასტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში ვადების განსაზღვრა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება;
** დიზაინერების გუნდის მიერ შესასრულებელი ამოცანების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ფაილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სარეკლამო (საწარმო) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** გუნდის მართვის გამოცდილება;

აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა:

** Corel
** Illustrator
** Adobe Ps
** Adobe Ai
** Adobe id
** Adobe Acrobat

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დიზაინერების ჯგუფის ხელმძღვანელი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 ივნისი 2025.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |