"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე.
"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.
"პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
მოვალეობები:
** ბანკის საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების, (მათ შორის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე სესხის გაცემა, პირობების ცვლილება და ა.შ.) შესრულება და კონტროლი;
** საკრედიტო დოკუმენტაციის სისწორის და სრულყოფილად გაფორმების კონტროლი;
** საკრედიტო პროდუქტების გაცემისას/სესხის პირობებში ცვლილებების შეტანისას შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია, იდენტიფიკაცია, შესაბამისი ხელმოწერების უზრუნველყოფა;
** სასესხო დოკუმენტაციის წესების დაცვით შენახვა და დაწესებულ ვადაში არქივისთვის გადაცემა;
** საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.05.2025
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ https://www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com