jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"Coffeesta"-ს კაფეების ქსელი ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას და საკვების ნაირსახეობას. დღეის მდგომარეობით კომპანია ოპერირებს 7 ფილიალით და ცენტრალური საწარმოთი.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების FASS BASS მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; (წარმოსადგენი იქნება რეკომენდაცია წინა 2 დამსაქმებლისგან)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრუნვითი უწყისის მართვა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.

მთავარ ბუღალტერს ეყოლება დამხმარე ბუღალტერი, რომელიც პარალელურად მუშაობს ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავებაზე და საოპერაციო პროგრამის მართვით არის დაკავებული.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი. ბონუსის სახით 13-ე ხელფასი.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@coffeesta.com. გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

"კოფისტა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |