"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: სრული (7 საათი) 10:00-18:00, 14:00-22:00
5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800+ბონუსი ლარი
მოვალეობები:
** გასახდელში დგომა;
** მომხმარებლის შემოწმება გასახდელში შესვლა და გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
** თაგების დათვალიერება/შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".