jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: Face-to-Face ფონდების მოზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" "Impact Fund 4 Children" პროექტის ფარგლებში, აცხადებს F2F (Face-to-Face) ფონდების მოზიდვის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 4
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი 12:00-19:00 შუალედში

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პირისპირი კომუნიკაციის გზით პოტენციური დონორების მოზიდვა და მათი გრძელვადიანი პერსპექტივით შენარჩუნება.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საჯარო და კერძო სივრცეებში პირისპირ კომუნიკაციის გზით რეგულარული შემომწირველების მოძიება;
** შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა, მოლაპარაკება და მათი ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
** შემომწირველებთან გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება და შენარჩუნება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** ტრენინგის გავლის მზაობა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/კომუნიკაციების მიმართულებით (სასურველია);
** ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** ადამიანებთან მარტივად კონტაქტის დამყარებისა და მათთან ურთიერთობის უნარი;
** ნდობის მოპოვების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავების უნარი და მოქნილობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |