jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

Carspace - თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილების იმპორტში.

Carspace გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

აშშ-დან ავტომობილების შეძენას საერთაშორისო აუქციონებიდან და სანდო წყაროებიდან. ტრანსპორტირების მომსახურებას აშშ-დან ფოთის პორტამდე. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

Carspace-ის პრიორიტეტებია ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

მეტ ინფორმაციას ჩვენს შესახებ შეიტყობთ ჩვენი სოციალური ქსელიდან https://www.facebook.com/carspace.ge/ და ვებ გვერდიდან https://carspace.ge/

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები (6 თვის განმავლობაში) 2000 ლარი ხელზე ასაღები (ექვსი თვის შემდეგ)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19

ძირითადი ფუნქციები:

** ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული კონტეინერების ინფორმაციის (თარიღის) ასახვა პორტალზე ფოთის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით;
** კონტეინერების სტატუსების ასახვა ფოთის პორტში შემოსვლამდე;
** საზღვაო ხაზებთან გადარიცხვების და რელიზის დროული ინფორმირებულობა;
** კონტეინერების დაცლის თარიღის მითითება პორტალზე;
** საზღვაო ხაზებში გადარიცხვების და რელიზის კონტროლი;
** კონოსამენტების სისწორის და მიღების კონტროლი;
** ფოთის პორტში შემოსული კონტეინერების ასახვა პორტალზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საზღვაო ლოგისტიკის სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint, Outlook);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა რომელსაც სრულად ფარავას კომპანია;
** FitPass;
** ულიმიტო სასაუბრო;
** ტრენინგები და სემინარები;
** კორპორატიული წვეულებები და თიმბილდინგი.

შერჩევის ეტაპი:

** რეზიუმეს გადარჩევა.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანიდატებთან;
** გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) მეილზე: hr@carspace.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საზღვაო ლოჯისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"ქარსფეისი-Carspace" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ კომპანია "ქარსფეისი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |