დასაქმება გერმანიაში არასრულწლოვანთა მხარდაჭერის სფეროში - ვაკანსიები პედაგოგიური პერსონალისთვის + დიპლომის აღიარება ორი წლის შემდგომ შენთვის, რა თქმა უნდა, უფასოდ!
"შპრინგბორდ რეკრუტმენტი" / Springboard Recruitment UG, (შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე) გერმანულ-ქართული კომპანიაა, რომელიც ახლა ფუძნდება და ეძებს კვალიფიციურ პერსონალს მოზარდთა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ შემდეგი კვალიფიკაციის მქონე ენერგიულ და პროფესიონალ თანამშრომლებს:
** დიპლომირებული ფსიქოლოგები;
** სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგები,
** აღმზრდელები და სოციალური მუშაკები,
რომლებიც მზად არიან, რომ ხანგრძლივი ვადით იცხოვრონ და იმუშაონ გერმანიაში.
როგორ ხდება დიპლომის აღიარება?
შენ ორი წლის მანძილზე იმუშავებ არასრულწლოვანთა და მოზარდთა მხარდაჭერის მომსახურების მიმწოდებელ ცენტრში და ამ 2 წლის მანძილზე გაივლი პროფესიულ გადამზადებას დაახლოებით 150 საათის ოდენობით, დაახლოებით 20 სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობის გზით. პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. პროფესიული გადამზადების ყოველი ღონისძიების შემდგომ, შენ მიიღებ სერტიფიკატს. შენ არ გევალება გამოცდების ჩაბარება. 2 წლის შემდგომ, თუ დაკმაყოფილებული იქნება შესაბამისი წინაპირობები, შენი დიპლომის აღიარება ინდივიდუალურად, შენი დამსაქმებლის ჩართულობით მოხდება, რა დროსაც, შენი დიპლომი გაიგზავნება განათლების სამინისტროში, და აღიარების შემდგომ, გაუთანაბრდება გერმანულ დიპლომს.
რას მოიცავს "არასრულწლოვანთა მხარდაჭერის" მიმართულება?
"არასრულწლოვანთა მხარდაჭერა" გერმანიაში მოიაზრებს პროექტებისა და ინსტიტუციების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება და ფუნქციონირებს სახელმწიფოს დაფინანსებით და ეხმარებიან 18 წლამდე ასაკის იმ პირებს, რომლებიც რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ეს პირები ცხოვრობენ ასაკთან შესაბამის და მორგებულ, ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ჯგუფებში და საჭიროებენ ფსიქოლოგიურ, ასევე განათლებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას. "პედაგოგიური პერსონალის" მთავარი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ჯგუფის წევრები არიან, ყოველდღიურობაში დაეხმარონ და უკეთესი მომავლის პერსპექტივა მათთვის შესაძლებელი გახადონ. პედაგოგები მჭიდროდ თანამშრომლობენ სკოლებთან, მშობლებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებსაც არასრულწლოვანების ყოველდღიურობის გამარტივების სურვილი აქვთ.
რა შეადგენს პედაგოგიური პერსონალის დავალებებს?
პედაგოგიური პერსონალის ძირითად დავალებას წარმოადგენს არასრულწლოვანების ყოველდღიურობის სტრუქტურირებულად წარმართვა, მაგალითად, მათი ყოველდღიური განრიგის შედგენა, გასართობი და რეკრეაციული აქტივობების დაგეგმვა, კონფლიქტების მართვა, ასევე, ახალგაზრდების განვითარების მონიტორინგი და მათი აღწერა-დოკუმენტირება. პედაგოგიურ პერსონალს ასევე ევალება მშობლებთან, სკოლებთან და შესაბამის, პასუხისმგებელ ინსტიტუციებთან კომუნიკაცია, რომლებიც ჩართულნი არიან არასრულწლოვანთა განვითარების საკითხში.
დასაქმების ადგილი და სამუშაო საათები?
ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე დასაქმება გერმანიაში მოხდება, სადაც შენ გახდები "არასრულწლოვანთა მხარდაჭერის" სისტემის ნაწილი. სამუშაო კვირა 5 სამუშაო დღისგან შედგება: როგორც წესი, 3 დღის ცვლა და 2 ღამის ცვლა. გრაფიკიდან გამომდინარე, შენ დარჩენილი 4 დღე/კვირა, განტვირთვისთვის, გერმანული ენის სწავლისთვის და პროფესიული გადამზადებისთვის შეგიძლია გამოიყენო.
ანაზღაურება?
ხელფასი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შეთანხმებაზე და განისაზღვრება კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და გერმანული ენის ცოდნის შესაბამისად. ყოველთვიური დაუბეგრავი შემოსავალი 2.800 - 3.400 ევროს შორის მერყეობს, საიდანაც, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ჩამოიჭრება საპენსიო დაზღვევის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა გადასახადები. გადასახადების გადახდის შემდგომ, ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა იქნება მინიმუმ 1.600 - 1.700 ევრო. გთხოვ გაითვალისწინოთ, რომ პირველი ხელფასის აღებამდე, თვითმფრინავის ბილეთის შეძენის, დაბინავება/განთავსების (მაგ. ჰოსტელი), კვების და ქვეყნის შიგნით გადაადგილების ხარჯები თავად უნდა დაფარო. თუმცა, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებისა და თქვენი მხარდაჭერის კუთხით.
როგორ მიმდინარეობს საბუთების წარმოდგენის და შერჩევის პროცესი?
1. გამოგვიგზავნე შენი სააპლიკაციო განაცხადი, შენი რეზიუმე (CV) და დიპლომი, ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: mari@springboard-ug.de,
2. გასაუბრება: პირველი გასაუბრება შედგება ქართულ ენაზე, მეორე გასაუბრება კი შედგება გერმანულად,
3. სავიზო პროცედურა: პარალელურად, შენ უნდა ჩანიშნო ვიზიტი გერმანიის საელჩოში საქართველოში, და საბუთები შეიტანო "პროფესიული მუშაკის დასაქმების ვიზის" [ორიგ: "Visum zu arbeiten als Fachkraft"] მოპოვების მიზნით,
4. გერმანულის სწავლა: დამსაქმებლები, მუშაობის დასაწყისის მომენტში ითხოვენ გერმანულის ცოდნას, მინიმუმ B1 დონეზე. თუმცა, რეკომენდებულია გერმანიაში ჩამოსვლის შემდგომ, ენის სწავლის გაგრძელება.
ძირითადი მოთხოვნები?
** დიპლომი ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის ან პედაგოგიკის მიმართულებით,
** გერმანული ენის ცოდნა B1 დონეზე,
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად,
** მასწავლებლებს ასევე მოეთხოვებათ მოწმობის წარმოდგენა, რომ მათ უფლება აქვთ, ასწავლონ სკოლის დაწყებით საფეხურზე.
დაინტერესდით?
გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და დაინტერესებული ხარ გერმანიაში ცხოვრებითა და მუშაობით? მაშინ დაგვიკავშირდი! ჩვენ დაგეხმარებით მთელი პროცესის მანძილზე და ხელს შეგიწყობთ, რომ გერმანიაში გახდე წარმატებული, იყო ბედნიერი და თავს გრძნობდე როგორც სახლში. გამოგვიგზავნე, შენი რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ მისამართზე და ჩვენ დაგიკავშირდებით: mari@springboard-ug.de
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე გერმანულ ენაზე, რათა შესაძლებელი იყოს მისი განხილვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლია ეწვიო ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.springboard-ug.de/ დაგვიკავშირდე ან დაგვირეკო ნომერზე: +49 174 / 76 46 352. კონსულტაცია უფასოა.