შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
მოვალეობები:
** ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს;
** პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
** ექიმის მიერ მითითებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: qristizosidze1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 08/06/2025
გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!