jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ბარს მეკატრონიკი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. თავდაპირველად კომპანია სპეციალიზდებოდა მინის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაში თურქეთსა და საქართველოს შორის. დროთა განმავლობაში საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს კომპანია აწარმოებს და ყიდის სამშენებლო მასალებს, მათ შორის ალუმინისა და უჟანგავი მეტალის სისტემებს, მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ანჟამებსა და ფასადის მოსაპირკეთებელ ელემენტებს.

კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის #85
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00, შაბათი: 09:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1000₾ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში

დამსაქმებელი სრულად ფარავს დასაქმებულის საპენსიო შენატანს. გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალური შედეგების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა
** სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა RS.ge სისტემაში
** საწყობში მარაგების კონტროლი და პერიოდული აღწერა
** გაყიდვების ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** RS.ge სისტემაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** რუსული ან თურქული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge და გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |