jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს პრემიუმ ხარისხის ავეჯის შოურუმისთვის.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)

ფუნქცია-მოვალეობები :

** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა- შეთავაზება;
** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** გამოცდილება გაყიდვებში, ავეჯის მიმართულებით;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -

https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |