jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღვინის კონსულტანტი
მომწოდებელი: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"ibis Styles Old Tbilisi" Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას

ძირითადი მოვალეობები

** სტუმრების დაეხმარება ღვინოების არჩევაში, რომლებიც შეესაბამება მათ გემოვნებასა და სასადილო არჩევანს
** ღვინოების მახასიათებლების დეტალური ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის
** სტუმრებისთვის დაგეგმილ ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობის მიღება, სომელიეს დახმარება
** გამორჩეული მომსახურებით სტუმრების კეთილგანწყობის მოპოვება
** ღვინის მარაგების კონტროლი
** ღვინის შენახვის პირობების კონტროლი სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
** დეტალებზე, სერვისზე და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური მოთამაშე
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ. მისამართზე: hb9k7-hr@accor.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |