"Domino`s Pizza" საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში დომინო`ს პიცა 2015 წლიდან ოპერირებს, აერთიანებს შვიდ ფილიალს და ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას.
"Domino`s Pizza" საქართველოს ქსელი ეძებს ლიდერული თვისებების მქონე, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგებზე ორიენტირებულ გენერალურ დირექტორს (CEO), რომელიც გაუძღვება კომპანიის სტაბილურ ზრდასა და განვითარებას.
ვაკანტური პოზიცია - გენერალური დირექტორი (CEO)
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო განაკვეთი - სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
(გთხოვთ, ელექტრონულ განაცხადში მიუთითოთ სახელფასო მოლოდინი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ხედვისა და მიზნების გათვალისწინებით, ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;.
** აღმასრულებელი გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივაცია და განვითარება;
** კომპანიის ღირებულებებთან თავსებადი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის განვითარება და შიდა კომუნიკაციების მართვა;
** ბიზნეს გეგმის შემუშავება და ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ქსელის გაფართოების სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციების დანერგვა;
** ოპერაციული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ურთიერთობა ფრანჩაიზერებთან და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
** რეპუტაციის მართვა, პიარ კამპანიებისა და მარკეტინგული სტრატეგიების გაძღოლა;
** საკანონმდებლო და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა შესაბამის სფეროში.
** რელევანტურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება - სასურველია კვების ან ქსელურ ბიზნესში.
** სტრატეგიული დაგეგმარებასა და ფინანსურ მენეჯმენტში გამოცდილება.
** ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობის გააზრება და მისი განვითარების უნარი.
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.
უნარ-ჩვევები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური ლიდერობა და გუნდის მენეჯმენტი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი.
** დინამიურ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** შედეგებსა და ხარისხზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობა, მართოთ და განსაზღვროთ საერთაშორისო ბრენდის წარმატება ქართულ ბაზარზე.
** ლიდერის როლი სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში, სადაც თქვენი ხედვა და გადაწყვეტილებები რეალურ გავლენას მოახდენს.
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, შედეგებზე დაფუძნებული ბონუს სისტემა და მოქნილი პირობები.
** ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა და სტრატეგიული აზროვნება.
** პროფესიონალი გუნდი, რომელიც იზიარებს საერთო მიზნებსა და ღირებულებებს.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "აღმასრულებელი დირექტორი " ან "CEO" .
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!