jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"Hotel Tbilisi Philharmonic by Mercure" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

"Hotel Tbilisi Philharmonic by Mercure" იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელის დახმარება სტაფის დატრენინგებაში;
** გაყიდვების მაქსიმიზაცია, პერსონალის დატრენინგება "upselling"-is შესახებ
** უზრუნველყოს სტუმრებისთვის სასიამოვნო სასადილო გამოცდილებას;
** სტუმრების შეკითხვებთან და გამოხმაურებასთან გამკლავება;
** აკონტროლოს ხარჯები და შრომის გადანაწილება;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** ბენეფიტების პაკეტი, მათ შორის ფასდაკლება აკორის სასტუმროებში მსოფლიოს მასშტაბით.
** მეგობრული და დინამიკური გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ლანჩი

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hc1n1-hr@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13/06/2025



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |