jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი", ეძებს პარტნიორი კომპანიისთვის, სუპერმარკეტების ქსელის კომერციულ დირექტორს.

ვაკანსიაზე შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა

ძირითადი ფუნქციების ჩამონათვალი:

** პარტნიორებთან და გენერალურ დირექტორთან ერთად - ორგანიზაციის მუშაობის გეგმის შემუშავება, ყველა რესურსის ეფექტური გამოყენების შენარჩუნება.
** სტრატეგიის შემუშავება, ბაზარზე წარმატებული განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების მოძიება;
** კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის განსაზღვრა ბაზრის ანალიზისა და წარსულის გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით, მაღაზიების მუშაობის გეოგრაფიული სფეროების განსაზღვრა, უახლესი გაყიდვების სტრატეგიის შემოღება.
** გაყიდვების გუნდის სტრუქტურის შექმნა და მართვა;
** გაყიდვების პროცესებისა და ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა, დანერგვა და მუდმივი ოპტიმიზაცია;
** CRM სისტემის პროცესების გაუმჯობესება და ეფექტურად გამოყენება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ფასების პოლიტიკის შემუშავება, სხვადასხვა პროგრამები, რაც გაზრდის კომპანიის გაყიდვებს. ამ პოლიტიკისა და პროგრამების წარმატებით განხორციელება;
** დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და დაქვემდებარებული განყოფილებების პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა;
** ლოჯისტიკის ორგანიზება - საწყობები, მიწოდება და სხვა. სამომავლო საჭიროებების დაგეგმვა და პროგნოზირება, აგრეთვე საქონლის ეფექტური მიწოდების სტრუქტურა, სასაწყობო და სატრანსპორტო მომსახურების მომწოდებლების ძებნა;
** პარტნიორებთან უწყვეტი თანამშრომლობა კომერციული შესყიდვებისთვის, მომსახურების სტანდარტების კონტროლი და კოორდინაცია. ფისკალური წლის ორგანიზაციის ბიუჯეტის შემუშავება და შეთანხმება;
** ბაზრის კვლევისა და შეფასების პროცესების კოორდინირება;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვის ხელმძღვანელობა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგებების მომზადება;
** კომერციული შედეგების და პროგრესის ანალიზი;
** კომერციული მიმართულების ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** ნაშთის ანალიზი მაღაზიების ჭრილში და მიღებული შედეგების საფუძველზე საჭიროების გამოვლენა და ბრენდ მენეჯერებთან კომუნიკაცია;
** ნაშთის ანალიზის საფუძველზე სუსტი კატეგორიების გამოვლენა და მარკეტინგისთვის ინფორმაციის მიწოდება სათანადო აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** მარაგების კონტროლი და მარაგებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა;
** ბრენდის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლა;
** ახალი ბრენდების მოძიებასა და განხილვაში აქტიური ჩართულობა;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება.

პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:

** განათლება: უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** კომერციული და გაყიდვების მიმართულებით სულ მცირე 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ბრენდების მართვის გამოცდილება
** კატეგორიის მართვის გამოცდილება

პროფესიული უნარები

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მათემატიკური უნარ-ჩვევები.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე hr@onepoint.ge, subject-ში მიუთითე "კომერციული დირექტორი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |