შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
** ბენეფიტი: ტრანსპორტირება და ადგილზე კვება
** ვაკანტური ადგილი: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** მიმდინარე გადასახადების მონიტორინგი და დარიცხვის უზრუნველყოფა, ყოველთვიური, ყოველწლიური, კვარტალური დეკლარაციების კონტროლი
** ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
** აქტივებისა და ვალდებულებების რეკონსილაციას (შედარებას)
** საბანკო ოპერაციების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის კონტროლი;
** ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა, სასურველია (1C);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი (წარმოებაში არსებული პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).;
** MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@aquageo.ge; info@aquageo.ge; და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი - თქვენი სახელი და გვარი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!