jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: სტუდია 9
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge/

"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია;
** დიზაინ - პროექტის კონცეფციის დამუშავებაში მონაწილეობა ხელმძღვანელის ჩართულობით;
** დიზაინ - პროექტის ესკიზებისა და მუდბორდების დამუშავება;
** სტუდია 9-ს სამშენებლო მიმართულების ჯგუფთან ერთად სარემონტო მასალების, ავეჯის, აქსესუარების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა;
** ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება, გეგმარებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაციის დამუშავება;
** დიზაინის პროექტში გამოყენებული სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯისა და აქსესუარების ბაზარზე მოძიებაში ჩართულობა ან/და ალტერნატიული ერთეულით ჩანაცვლება;
** შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა;
** პროექტის ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სახელოსნოდან გასული ალბომების შემოწმება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ინტერიერის დიზაინის სახელოსნოში შემოსული პროექტის სრული პროცესის მართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

TOP.GE