შპს "ოთნიელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:00
ანაზღაურება: 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში + საბონუსე სისტემა
ძირითადი ფუნქციები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
** ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
** ადმინისტრაციის დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
** ოფისის დიასახლისის სუპერვიზია და კონტროლი.
** მომხმარებლებისთვის კომპანიის ინვოისების გამზადება, მეილით ან სოციალური პლატფორმებით ინფორმირება.
** სამსახურებრივად ექვემდებარება დირექტორს და ასრულებს მათ ცალკეულ დავალებებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერის უნარი
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თვენი რეზიუმე (CV) 5 ივლისამდე ელფოსტაზე: info@othniel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გისურვებთ წარმატებებს!