სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის იმპორტიორი კომპანია "მედსთორი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე
მოვალეობები:
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით (სასურველია)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ანაზღაურება შეადგენს 1000-1500 ლარს, დამატებით მოქნილ საბონუსე სისტემას.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00.
შაბათი-კვირა დასვენება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე info1@medstore.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.