ყავის კომპანია "ტუპინამბა" აცხადებს ვაკანსიას ყავის აპარატების სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ელექტრობის საბაზისო ცოდნა
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე ყავის აპარატის მონტაჟი/დემონტაჟი.
** ყავის დანადგარის გამორეცხვა ობიექტებზე.
** ობიექტებზე წყლის დამარბილებლის გამოცვლა და შემდგომ საწყობში გამორეცხვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
სამუშაო საათები და ადგილი:
** ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:00
** ყოველი მესამე შაბათი მორიგეობა 09:30 - 14:00
** ქ.თბილისი, ქინძმარაულის 5
** რეგიონებში გასვლა თვეში 4-ჯერ, სტაჟიან თანამშრომელთან ერთად, მორიგეობით.
ანაზღაურება: 1500 ლარი
შტატში აყვანის შემდგომ თანამშრომელს ჩაერთვება არდის სამედიცინო დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე:
tupinamba1976@gmail.com