jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი (საბურთალო, დიდუბე, გლდანი, ისანი)
სამუშაო საათები: 09:00-15:45 15:45-22:30

სამუშაო აღწერილობა:

** გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების მიღება და გაცემა;
** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |