"სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ქონების მართვის მთავარი კოორდინატორის პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება - 1935 ლარი;
** სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი საფინანსო ან/და ტექნიკური ან/და სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
** სასურველია "საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ" და "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" საბაზისო ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების Ms. Word, Ms. Excel კარგად ცოდნა;
საჭირო კომპეტენცია და უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის კულტურა
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
ძირითადი მოვალეობები
** ახორციელებს აკადემიის კუთვნილებაში მყოფი შენობებისა და მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას, ასევე მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენას.
** აკადემიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ჩამოსაწერი ქონების თაობაზე ადგენს სათანადო დოკუმენტებს.
** აკადემიის ინტერესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ახორციელებს ორგანიზაციებთან მიმოწერებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
** უზრუნველყოფს უძრავი ქონების აკადემიის სარგებლობაში აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით.
** უზრუნველყოფს აკადემიის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას რეესტრში.
** საჭიროებისამებრ კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით ახორციელებს უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას.
** მონაწილეობს იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
** უზრუნველყოფს აკადემიის ბალანსზე არსებულო ქონების ინვენტარიზაციის კონტროლს.
** მონაწილეობს აკადემიის ბალანსზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით გამართული ნებისმიერი კომისიის მუშაობაში.
** ამზადებს სტატისტიკურ მონაცემებს აკადემიის ბალანსზე არსებული ქონების შესახებ.
** პასუხისმგებელია აკადემიის კუთვნილებაში მყოფი ჩამოსაწერი ქონების, ასევე ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის შედგენაზე და დანიშნულების ადგილას გაგზავნაზე.
დაინტერესებულმა პირებმა 20 მაისამდე გამოგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე - hr@art.edu.ge