სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების შეფასება; ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
ანაზღაურება ფიქსირებული 2000-5000 ლარის შუალედში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "ოჯახის ექიმი".
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი