ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-დან 18:00 საათამდე; თვეში ორი შაბათი 10:00-დან 15:00-საათამდე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ო. თაქთაქიშვილის 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე, ანაზღაურებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
** გასაყიდი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დარწმუნების უნარი, პრეზენტაბელურობა;
** საქმის მიმართ ინტერესი;
** პიროვნული განვითარების სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელფოსტაზე: info@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
წარმატებას გისურვებთ!.