"Laerton Hotel Tbilisi" არის მაღალი დონის 4 * სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის შუაგულში, ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრში და შედგება 58 ნომრისგან, სპა სივრცისგან, საკონფერენციო / საბანკეტო დარბაზებისგან და ბარ-რესტორნისგან.
სასტუმრო "Laerton Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბარმენ-ბარისტას პოზიციაზე.
მოთხოვნები / უნარ-ჩვევები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიულობა, პოზიტიურობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ბარ-რესტორნის მენიუში არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა, სტუმრისთვის შეთავაზება და მომზადება
** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილების მომზადება და სტუმრების გამასპინძლება სტანდარტის შესაბამისად;
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შეკვეთის აღება და სტუმრისათვის კერძის მიწოდება
** ბარისა და რესტორნის სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს
** კარიერულ და ფინანსურ განვითარებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 23:00 (თვეში 15 ცვლა)
** ანაზღაურება: 1000 ₾ (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ.მისამართზე: gm.laerton@gmail.com და გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!