"BDO Digital" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებაში.
BDO Digital არის BDO Georgia-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულება კლიენტ კომპანიებს ეხმარება რუტინული და განმეორებადი პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაში. უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ზემდგომთან ერთად ჩართული იქნება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში კლიენტი კომპანიებისთვის რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნასა და ოპტიმიზაციის პროცესებში. მიმართულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი RPA დეველოპერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26.06.2025