jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შერჩევის და ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის და ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა;
** შერჩევის საერთო სტრატეგიის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** აპლიკანტების წყაროების შექმნა სოციალური ქსელების, დასაქმების სააგენტოების და სასწავლო დაწესებულებების კვლევის შედეგად;
** საუკეთესო კანდიდატების მოსაზიდად ადამიანური რესურსების ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებაში და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** კანდიდატთან გასაუბრების, რეკომენდაციების გადამოწმების, დოკუმენტაციის დამუშავებისა და კვალიფიკაციის სამუშაოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში კანდიდატის კვალიფიკაციის დადგენა;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ორიენტაციის პროცესის მონიტორინგი;
** დასაქმების სტატისტიკის ანალიზი;
** ტრენინგების დაგეგმვაში და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სასწავლო მასალებისა და სტატისტიკური მონაცემების მართვა და ტრენინგის შედეგების შესაბამის სისტემაში ატვირთვა;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება, პერსონალის მონაცემების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა, პირადი საქმეების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მსგავს სფეროში (ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნეს ადმინისტრირება, ზოგადი მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა)
** შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობა)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, power point, outlook)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

შემდეგი კანონების ცოდნა:

** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
** საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |