"ფრანგული რესტორანი PAUL" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა პირველ კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კომპანიების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება და ფასების შეთანხმება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონსულტაცია გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** მიზანზე ორიენტირებული აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სასურველია უცხო ენების ფლობა, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.
"რესტორანი PAUL" გისურვებთ წარმატებას!