jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ნომრების დიასახლისი
მომწოდებელი: Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** დეპარტამენტი: დასუფთავება
** ხელმძღვანელობა: დასუფთავების მენეჯერი
** გრაფიკი: 09:30-18:00/15:30-00:00 (5/2)

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სასტუმრო ოთახების დალაგება, დასუფთავება პროცედურის მიხედვით
** თეთრეულის გამოცვლა და მიწოდება სამრეცხაო ოთახზე
** ქიმიური საშუალებების გამოყენება, გაზავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** საჭიროების შემთხვევაში აცნობებს HK ოფისს მოწყობილობების ან სხვა ნივთების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ ტექნიკურ შეკეთებას
** HK ოფისს აცნობებს სტუმრის მიერ დატოვებული ან დარჩენილი ნივთების შესახებ და ადგენს სათანადო აქტს
** HK ოფისს აცნობებს სტუმრის ნებისმიერი ავადმყოფობის ან/და უბედური შემთხვევის შესახებ
** HK ოფისს აცნობებს მინიბარის მოხმარების შესახებ
** ეცნობა სტუმრების ზარებს, მოთხოვნებს, საჩივრებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე
** პასუხისმგებელია სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვაზე
** მისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სტუმრების კმაყოფილების მაღალ შედეგებსა და შენარჩუნებაზე
** განაახლებს ინფორმაციას დასუფთავებული ოთახების სტატუსის შესახებ დავალების ფურცელზე
** არის მოწესრიგებული და აქვს სასიამოვნო იერსახე
** ასრულებს სხვა დავალებებს უფლებამოსილების ფარგლებში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |