Medscriptum - სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ციფრული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი სამედიცინო კვლევებისა და ინოვაციების გავრცელებას, ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდა ჟურნალისტებს ან სტუდენტებს, რომლებსაც სურთ პროფესიული ზრდა და რეალური გავლენის მოხდენა.
რას გთავაზობთ:
** რეალურ გამოცდილებას სამედიცინო/მეცნიერულ ჟურნალისტიკაში
** შანსს, ითანამშრომლო ექიმებთან, მკვლევრებთან და კლინიკებთან საქართველოდან და ევროპიდან
** სტატიების გამოქვეყნებას პროფესიულ პლატფორმაზე — თქვენი სახელი და ფოტო მკითხველს საშუალებას მისცემს გაიცნოს ავტორი პირადად, რაც გაზრდის სტატიების ნდობასა და ინტერესს
** სერტიფიკატს სტაჟირების/თანამშრომლობის დასრულების შემდეგ
** პერსპექტივას, გახდე პლატფორმის მუდმივი ავტორი ან რედაქტორი
ვის ვეძებთ:
** სამედიცინო, ბიოლოგიის, ჯანდაცვის, ჟურნალისტიკის ან სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს
** ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც უყვართ წერა და სჯერათ ცოდნის ძალის
** მათ, ვისაც აინტერესებთ ინტერვიუების ჩატარება, კვლევის შედეგების მარტივად ახსნა და მკითხველთან კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** კარგი წერის უნარი ქართულად (ინგლისური აუცილებელია, რუსული - მისასალმებელია)
** ინტერესი სამედიცინო თემების მიმართ და დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** დრო კვირაში მინიმუმ 5-6 საათით სამუშაოდ (დამოუკიდებლად და ონლაინ)
** პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის კულტურა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მოკლედ თქვენ შესახებ და სამოტივაციო წერილი მეილზე: info@medscriptum.org