"აპარტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.
აპარტ ჯგუფი წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტს, მშენებლობას, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინის სერვისებს. კომპანია ახორციელებს პრემიალურ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ტექნიკური და მშენებლობის განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დამკვეთების მიერ გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი; პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი როგორც დაგეგმვის, ასევე რეალიზაციის ეტაპებზე;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების ავტორიზაცია;
** ობიექტებზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი;
** მშენებლობის პროცესში საპროექტო ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, ცვლილებების ინიცირება, პრობლემური ტექნიკური საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება პროექტის ავტორებთან შეთანხმებით; ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა; სათანადო დოკუმენტაციის ცვლილების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საიტების ინსპექტირების საფუძველზე რეპორტების წარმოება ხელმძღვანელთან წარდგენა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; სათანადო ფორმა N2-ების ავტორიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
** სამშენებლო სამართლებრივი ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტირების, ხარჯთაღრიცხვისა და ღირებულების კონტროლის გამოცდილება.
** პროექტის მხარეებთან (დამკვეთი, არქიტექტორი, კონტრაქტორი) ტექნიკური კომუნიკაციის წარმოების გამოცდილება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2 და სხვა ფინანსური დოკუმენტების) შედგენისა და განხილვის გამოცდილება;
** AutoCAD-ის ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: career@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური ინჟინერი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 ივლისი.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
მადლობა დაინტერესებისათვის!