საბუღალტრო კომპანია "ფინარეას" ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.
"ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 3 დღე)
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამების ცოდნა (სასურველია).
უნარები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები.
მოვალეობები:
** დოკუმენტაციის დამუშავება;
** კვების ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება;
** კვების ობიექტების საოპერაციო სისტემაში ინფორმაციის ასახვა;
** შედეგების დამუშავება და გაანალიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
P.S. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ვაკანსიაში მითითებულ შრომის ანაზღაურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგზავნოთ CV, თუ ეს ანაზღაურება თქვენთვის მისაღებია.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infofinarea@gmail.com.
"Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!