jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერეის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

კომპანია "აუგუსტ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მომხმარებელთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს სრულყოფილად ცოდნა (არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა);
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და შედეგების შესახებ ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების პროცესის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00, შაბათი და კვირა დასვენება.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
მდებარეობა: ქ. თბილისი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** Fitpass
** სამოტივაციო წახალისებებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.07.2025-მდე ელ.მისამართზე: jobs@august.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |