"MS Holding" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამზარეულოს აქსესუარების მიმართულებით - აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
"MS Holding" წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://msholding.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომელთა ბაზის წარმოება;
** შრომითი ხელშეკრულებების, ცნობების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** საკადრო დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა და არქივირება;
** HR რეპორტინგის წარმოება და მონაცემების ანალიზი;
** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაადგილებისა და გათავისუფლების პროცესების მართვა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** სახელფასო ფაილების შედგენა შესაბამისი დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** შვებულებებისა და სამუშაო დროის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა;
** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია და დაზღვევის პროცესის მართვა;
** მოტივაციისა და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა;
** შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** სამუშაო აღწერილობების შედგენა და განახლება;
** ტრენინგების დაგეგმვა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** კორპორატიული ღონისძიებებისა და გუნდური აქტივობების ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HR სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საცალო ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook და სხვ.);
** ელექტრონულ HR პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქ. #4
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალი გუნდის წევრობა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ტრენინგები და გადამზადება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** თანამშრომელთა ინიციატივების მხარდაჭერა;
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა;
** გუნდური ღონისძიებები და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** Fitpass-ის სისტემაში ჩართვას.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@msholding.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი".
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.