შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 1500-2000 ლარი + ბონუსი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
** ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ხის სამშენებლო მასალების გაყიდვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და შემუშავება;
** ბაზრის ანალიზი/მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების მოგროვება და ანალიზი;
** დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე, ასევე, მიწოდების ვადებზე და სხვა პირობებზე;
** შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
** პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
** გაყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.