jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერიოდულად მომსახურების სივრცეებში გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება, მომსახურების პროცესზე დაკვირვება და პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა;
** სავაჭრო ობიექტ (ებ)ში სამუშაო ვიზიტის განხორციელებისას კომპანიის პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განლაგების მონიტორინგი.
** სავაჭრო ობიექტზე ვიზიტისას პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტზე თანამშრომლის სამუშაო გრაფიკის გადამოწმება, მისი სამუშაო უნიფორმის და დისციპლინის მონიტორინგი.
** სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, დადგენილი სტანდარტის მიხედვით თანამშრომლის ჩექ-ლისტით მიხედვით ყოველთვიური შეფასება.
** ხელმძღვანელ პირთან ყოველკვირეული რეპორტინგი ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
** მომსახურების სივრცეებისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის დაყენება, პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** მომსახურების გამარტივებისა და განვითარებისთვის ტექნოლოგიების დახვეწის შესახებ იდეების გენერირება.
** კომპანიაში სარეალიზაციო პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |