jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 0.38/0.22კვ. ქსელში მუშაობის გამოცდილება (6/10კვ. ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი ფუნქციები:

** ქსელის მონტაჟი;
** 6/10კვ. და 0.38/0.22კვ. ქსელში გადართვების მანიპულაციები;
** არსებული ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია;
** საჭირო დამცავი აღჭურვილობებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** უსაფრთხოების ნორმების და შიდა სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 13.07.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |