jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი მრავალჟამიერი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

რესტორანი "მრავალჟამიერი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო;
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

მოთხოვნები:

** რესტორნის ორგანიზაციული სტრუქტურის და საოპერაციო პროცესების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ფინანსური განყოფილების მიერ მიწოდებული გეგმის შესასრულებლად ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება -პერსონალის მოტივირება, სერვისის გაუმჯობესება, სამზარეულოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების პროცესის კონტროლი.
** შრომის უსაფრთხოების, ხარისხის, ჰიგიენის და მომსახურების და სხვა დადგენილი სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა;
** HR დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა საკადრო ცვლილებების, თანამშრომელთა ნამუშევარი დროის მიწოდების და სხვა მიზნით,
** საკვები, სახარჯი, სამეურნეო და სხვა საშუალებების მარაგების კონტროლი და შესყიდვის მენეჯერთან კომუნიკაცია.
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-მისამართზე: vacancymravaljamieri@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |